ფეხბურთი

17:48 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსიას, ჩირო იმობილესა და ურბალო კაიროს ჯუზეპე პრისკოს ჯილდო გადაეცემათ

“რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, “ტორინოს” თავდამსხმელი ჩირო იმობილე და ამავე გუნდის პრეზიდენტი ურბანო კაირო ჯუზეპე პრისკოს სახელობით ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

წარსულში ცნობილი საფეხბურთო მოღვაწის, ჯუზეპე პრისკოს ჯილდო ყოველწლიურად იტალიურ ფეხბურთში მოღვაწე იმ პირებს გადაეცემათ, რომლებმაც თავი პატიოსნებითა და კორექტულობით გამოიჩინეს. ამჯერად, ჯილდოს მფლობელები რუდი გარსია, ჩირო იმობილე და ურბალო კაირო გახდნენ.

0.113964