რიკი რუბიოს აგენტი და “მინესოტა თიმბერვულვზი” ესპანელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავენ. მოლაპარაკება 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება და თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, პირენელი გამთამაშებელი თავისუფალი აგენტი გახდება.
რიკი რუბიო: “მინდა გუნდს დავუბრუნო ის, რაც თვითონ მომცა - დიდი სიყვარული”. ესპანელი გამთამაშებელი 2011 წელს დრაფტზე სწორედ “მინესოტა თიმბერვულვზმა” აირჩია.
რუბიო 2013-14 წლების NBA-ს სეზონში საშუალოდ მატჩში 9.5 ქულას, 8.6 პასს და 2.3 ჩაჭრას აგროვებდა. ესპანელის მონაგარი წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 5.4 ქულა, 4.4 მოხსნა, 5.1 პასი გახლდათ
რიკი რუბიოს საუკეთესო მომენტები
http://www.youtube.com/watch?v=5XNWvtyCpSI
ლაშა ქოიავა