ფეხბურთი

20:15 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რუბინმა” დევიჩში 5 მილიონი ევრო გადაიხადა

უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მარკო დევიჩი კარიერას ყაზანის “რუბინში” გააგრძელებს, სადაც სოლომონ კვირკველია გამოდის. ამის შესახებ “სპორტ-ექპსრესი” იუწყება.

ყაზანელებმა ხარკოვის “მეტალისტს” 30 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაუხადეს. მიმდინარე სეზონში 15 გატანილი გოლით დევიჩი უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ის წარმოშობით სერბია და 2008 წელს უკრაინის მოქალაქე გახდა. 

აქვე გეტყვით, რომ ხარკოვულ კლუბში ფინანსური კრიზისია და 3 თვეა ხელფასი არ გაიცემა. ამიტომ, ორშაბათს გუნდი მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა დატოვა, ხოლო ახლა კლუბი დევიჩმაც შეიცვალა. უკრინაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ჩემპიონატის განახლება დროებით გადაიდო.

0.131801