ფეხბურთი

16:40 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რუბინი” “უდინეზეს” მცველს ყიდულობს

 

ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად დაინტერესებულა იტალიური სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველით, დუშან ბასტათი და მზადაა, მასში “უდინეზეს” 6-8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

28 წლის სერბმა ბასტამ ჩინებული სეზონი ჩაატარა “უდინეზეში” და უმალ მიიპყრო მილანის “ინტერისა” და “რომას” ყურადღება. “დუშანი “უდინეზესთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კლუბის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება სურს. თუმცა, თუ მაცდური წინადადებები იქნა, ალბათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ” – ამბობს ფეხბურთელის ოფიციალური წარმომადგენელი კლაუდიო პასტორელო.

გულშემატკივრებს ბასტა, შესაძლოა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ახსოვდეთ.

 

0.122027