იტალიის რანგით მე-3 ლიგის (A2 Silver) ბინადარი “როზეტო შარქსი”, რომელშიც გასულ სეზონში ნიკა მეტრეველი ირიცხებოდა, ქართველი კალათბუთელის გარეშე არც მომავალ ჩემპიონატში ითამაშებს. Sportando.com-ის ცნობით, როზეტოელებმა კონტრაქტი 19 წლის ფორვარდ გიგა ჯანელიძეს გაუფორმეს.
ცნობისთვის, ჯანელიძემ (სიმაღლე 199 სმ. წონა 95 კგ.) გასულ სეზონში მე-3 ლიგისვე “კასალპუსტერლენგოს” რიგებში თამაში მოასწრო და იტალიის 19-წლამდელთა პირველობის გამარჯვებულიც გახდა, სერია B-ს (რანგით მე-4 ლიგა) ბინადარ “მილანო ურანიაში” კი 25 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 5.1 ქულას და 5.2 მოხსნას აგროვებდა.
მანამდე ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს იტალიურსავე “რიმინიში” უთამაშია. ისიც ვთქვათ, რომ 2011