“ფიორენტინას” 27 წლის თავდამსხმელი ჯუზეპე როსი ფეხბურთის თამაშს კიდევ 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ჯუზეპე როსის, ბოლო წლებში, მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს. რამდენიმე ოპერაციის გამო, მას “ვილიარეალში” გატარებული ბოლო სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა, ხოლო “ფიორენტინას” შემადგენლობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ის მოედანზე მხოლოდ 25-ჯერ გამოჩნდა.
იტალიური პრესის ცნობით, როსის, დაზიანებულ მუხლზე, კიდევ ერთი ოპერაცია ჭირდება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ის ფეხბურთის თამაშს 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.