ფეხბურთი

12:03 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

როსი ფლორენციაში ბრუნდება

ფლორენციის “ფიორენტინას” ტრავმირებული ფორვარდი ჯუზეპე როსი ტურინის “იუვენტუსთან” ევროპის ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩს დაესწრება. იტალიელის აგენტმა ანდრეა პასტორელომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი იანვრიდან აშშ-ში მკურნალობს და მას შემდეგ ფლორენციაში არ ჩასულა.

“როსი ფლორენციაში ხუთშაბათს ჩავა და “იუვენტუსთან” მატჩს დაესწრება. მას ნებისმიერ ფასად სურს, რომ სტადიონზე იყოს. აშშ-ში ყოფნისას, ჯუზეპე “ფიორენტინას” მატჩებს ტელევიზორით უყურებდა, მაგრამ ახლა უკვე დაბრუნების დროა.

როსი მოედანზე დასაბრუნებლად ბევრს მუშაობს. თეორიულად, შესაძლოა, ჯუზეპემ აპრილის ბოლოდან დაიწყოს თამაში, მაგრამ პროგნოზები ჯერ ადრეა. მსოფლიოს ჩემპიონატი? ჯერჯერობით, მიზანი მიმდინარე სეზონში “ფიორენტინას” მაისურით თამაშია”, - განუცხადა პასტორელომ Football Italia-ს.

0.126271