ფეხბურთი

12:48 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი ვილანოვას: “პრიმერა შენ მოიგე”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ნიუ იორკში მოინახულეს. მათი მიზანი გუნდის თავკაცის გამხნევება და ნდობის გამოხატვა იყო. 

“კოპა დელ რეის დავემშვიდობეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში ბრძოლას ვაგრძელებთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეროვნული პირველობის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ტიტო, პრიმერა დივიზიონი შენ მოიგე”, - განაცხადა როსელმა ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარში. 
ჯერჯერობით, გაურკვეველია, როდის განაახლებს ვილანოვა სამწვრთნელო საქმიანობას. 
0.117607