კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. დიდი ალბათობით, კატალონიელები მცველით გაძლიერდებიან.
“31 აგვისტომდე კიდევ ერთ ტრანსფერს გავაკეთებთ”, - ციტირებს როსელის სიტყვებს “ბარსელონას” “ტვიტერის” ოფიციალური გვერდი.
“ბარსას” თავკაცად ხერარდო მარტინოს დანიშვნის შემდეგ, კლუბს ტრანსფერი არ გაუკეთებია. კატალონიელთა რიგებში ერთადერთი ახალწვეული ბრაზილიელი ნეიმარია.