“ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ აღიარა, რომ “მილანის” თავდამსხმელი სტეფან ელ-შაარავი დიდი ხანია მოსწონს, მაგრამ მისი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას არ გეგმავს.
“ელ-შაარავი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის გადმობირებას ვაპირებ. ადრიანო გალიანისთან მოლაპარაკების წარმოება ურთულესი საქმეა” – უთხრა როსელიმ ესპანურ სპორტულ გამოცემებს.