ფეხბურთი

15:35 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი: “ბეილში 100 მილიონს არ გადავიხდიდი”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა გარეტ ბეილის მადრიდის “რეალში” გადასვლას კომენტარი გაუკეთა. მისი თქმით, “ბლაუგრანა” ამხელა თანხას არცერთ ფეხბურთელში გადაიხდის.

“ბეილში 100 მილიონ ევროს ნამდვილად არ გადავიხდიდი. “ბარსელონა” თავს ამის უფლებას ვერასდროს მისცემს. რაც შეეხება “რეალს”, ეს კლუბი ცალკეული ორგანიზაციაა და გადაწყვეტილებებს მისი ხელმძღვანელები იღებენ”, - განაცხადა როსელმა TV3-ის ეთერში საუბრისას.

ცნობისათვის, “რეალში” ბეილის დებიუტს 22 სექტემბერს, “ხეტაფესთან” მატჩში ელიან.

 

0.11514