თამაშგარე

10:28 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რორი და კაროლინი დაქორწინდებიან

მეგოლფე რორი მაკელროი კი იძახდა, ქორწინებას არ ვაპირებ და ჩოგბურთელ კარლინ ვოზნიაცკისთან ურთიერთობის სატრფო-საყვარლობის სტატუსიც ძალიან მომწონსო, მაგრამ ვინ მოუსმინა?Lკაროლინმა იმდენი ქნა, რომ რორი საბოლოოდ მაინც დაითანხმა ქორწილზე.

როგორც ბულვარული პრესა იუწყება, რორი მაკელროის კაროლინ ვოზნიაცკისათვის ნიშნობის ბეჭედი უკვე უჩუქებია და იმ ხელიხელსაგოგმანები ბეჭდის ფასიც ისეთი ყოფილა, ამ შეძლების ადამიანებს რომ შეჰფერით და ეკადრებათ – 120 ათასი დოლარი!

უკვე გარკვეულია ქორწილის დროც. მეჩონესა და მეგოლფეს ოფიციალური შეუღლება მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდება და წყვილი საქორწილო ფინანსურ კონტრაქტსაც გააფორმებს. ეს ერთგვარი თავის დაზღვევაა. ვინ იცის მომავალში რა ხდება...

0.153166