ინტერვიუები

21:25 | 1.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

რონი ლევი: “დილას” შესახებ ყველაფერი ვიცით, რაც უნდა ვიცოდეთ”

კვიპროსის “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა რონი ლევიმ გორის “დილასთან” ხვალინდელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას მეტოქე საფუძვლიანად ჰყავს შესწავლილი.
- როგორ აფასებთ “ანორთოსისის” ამჟამინდელ სათამაშო დონეს?
- ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარი პლეი ოფში გასვლაა. თქვენს გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ გამარჯვება და სახლში კარგი შედეგით დაბრუნება გვსურს.
- რა ინფორმაციას ფლობთ გორის “დილას” შესახებ?
- ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ. წარმომადგენელი გვყავდა “დილა”-“ორჰუსის” თამაშზე და მან შეაფასა ჩვენი მეტოქე. გარდა ამისა, ვუყურეთ ამ მატჩის ვიდეოჩანაწერს. მერწმუნეთ, ამ გუნდის შესახებ ყველაფერი ვიცით.
...კითხვაზე, რამდენად რთულ თამაშს და რა შედეგს ელის, “ანორთოსისის” ფეხბურთელმა, ვინსენტ ლაბანმა შემდეგნაირად უპასუხა: “რთული მატჩი გველის. სტუმრად გვიწევს თამაში საკმაოდ კარგ მოწინააღმდეგესთან. შევეცდებით, კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
- რას იტყვით დავით კვირკველიას შესახებ? რატომ არ დარჩა ის გუნდში ამ სეზონისთვის?
- დათო ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია. ის საქმეს ძალიან სერიოზულად უდგებოდა და ნამდვილი პროფესიონალია. თუმცა, მან გვითხრა, რომ დიდი ხანია, რაც საზღვარგარეთ თამაშობს და სახლში დაბრუნება სურს. ჩვენც წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. დღეს ის “დილაშია”, ჩვენ კი საკუთარი გზით წავედით.
- ბოლო წლებში იყო შემთხვევები, როდესაც “ანორთოსისი” ნაკლებადსახელოვან გუნდთან დაპირისპირების შედეგად გამოეთიშა ევროთასებს...
ვინსენტ ლაბანი: მომავალ მატჩს უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება და ყველა დეტალში მოტივირებული უნდა ვიყოთ, რაც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს.
- რა უნდა იყოს მომავალ მატჩში “ანორთოსისის” კოზირი? ითამაშებთ თუ არა 2 ფორვარდით?
რონი ლევი: მე არ შემიძლია წინასწარ ვთქვა, ხვალ რა იქნება. თვითონ ნახავთ, რაც მოხდება. მეტოქე ძლიერია და შესაბამისად, ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ.


ლაშა თაბაგარი

 

0.209776