ფეხბურთი

20:26 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “არ მაინტერესებს, დარჩება თუ არა მოურინიო”

 

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, “დორტმუნდთან” გამართული მატჩის შემდეგ, საინტერესო განცხადებას აკეთებს. პორტუგალიელის თქმით, მისი საზრუნავი არა ჟოზე მოურინიო, არამედ საკუთარი თავი და მადრიდის “რეალია”. რონალდუ ასევე აცხადებს, რომ მისთვის მთავარია მოგება, არ აქვს მნიშვნელობა სად.

“რეალთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და ამ საკითხზე არ ვღელავ. მინდა მოგება განვაგრძო და არ აქვს მნიშვნელობა სად მოხდება ეს. არ მაინტერესებს, დარჩება მოურინიო თუ არა. ჩემი საზრუნავი საკუთარი თავი და “რეალია”. – ციტირებს რონალდუს სიტყვებს მადრიდული Marca.

0.108043