თამაშგარე

10:16 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს სტრიპტიზის ცეკვა შესთავაზეს

თუკი ესპანურ მედიას დავუჯერებთ, მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთმა მადრიდულმა სტრიპტრიზ-კლუბმა თანამშრომლობა შესთავაზა და ერთ საღამოში საკმაოდ დიდ თანხის, 11 ათასი ევროს გადახდას დაჰპირდა.

რონალდუს ასტრონომიულ ხელფასს თუ გავითვალისწინებთ, 11 ათასი ევრო მისთვის ალბათ სასაცილო თანხაა, მაგრამ ყველაფერს ფულით ხომ ვერ იყიდით?! არიან ადამიანები, რომლებიც ცეკვის დროს თავად განიცდიან სიამოვნებას და ასეთი ადამიანები ამ სიამოვნებისათვის ფულს ხშირად აქეთ იხდიან.

კაცმა რომ თქვას, 11 ათასისთვის დათა თუთაშხიასეული კიკუ კი არა, თვით ბაბილონის პრინცესა გაიხდიდა, მაგრამ თანამედროვეობამ სიტუაცია ისე შეცვალა, რომ მწვანე მინდორზე ბურთის მგორებელ კაცს ხშირად ბევრ პრინცზე მეტი ფული უჩხრიალებს ჯიბეში.  

0.120559