ფეხბურთი

0:35 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს “მარკას” პრემია მეორედ გადაეცა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2012-13 წლების სეზონისთვის ალფრედო დი სტეფანოს ყოველწლიური პრემიის მფლობელი გახდა, რომლის დამაარსებელიც ესპანური გაზეთი “მარკა” გახლავთ.

დაჯილდოების ცერემონიალზე პორტუგალიელ ფეხბურთელს პრიზი თავად 87 წლის დი სტეფანომ გადასცა. აღსანიშნავია, რომ რონალდუ აღნიშნული პრემიის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.

ცნობისთვის, 2010-11 წლების სეზონში “მარკამ” “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი გამოარჩია.

0.125764