თამაშგარე

11:25 | 27.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს იდუმალი შვილი

პორტუგალიის ნაკრებისა და  მადრიდის “რეალის“ ვარსკვლავის – კრიშტიანუ რონალდუს შვილის დედის ვინაობა ესპანელმა და პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა ვერა და ვერ დაადგინეს. ამჟამად ბავშვი პორტუგალიის უმშვენიერეს კუნძულზე – მადეირაზე იზრდება კრიშტიანუს მშობლებთან ერთად და არც ფეხბურთელი და არც მისი მშობლები ჯიუტად ერთ სიტყვასაც კი არ ამბობენ ბავშვის დედის ვინაობის შესახებ. ჭორები კი, რა თქმა უნდა ათასგვარი ვრცელდება...
რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებმა შეძლეს კრიშტის ერთი წლის ბიჭუნასათვის სურათის გადაღება. ფოტოზეც მიხვდებით, ბავშვი რაოდენ ჰგავს მამას. კრიშტიანუ რონალდუს მშობლების კუნძულელი მეზობლები კი ამბობენ, რომ ფეხბურთელმა ბავშვი სულ მეორედ თუ მესამედ ნახა. როგორც იცით, კრიშტიანუ დიდ საქორწილო გაწამაწიაშია ჩართული (რონალდუ ხომ ცნობილ მოდელზე – ირინა შეიკზე ქორწინდება) და შვილთან მისი ნაკლები ურთიერთობების მიზეზი შეიძლება ესეც იყოს.
როდესაც კრიშტიანუ რონალდუს ბავშვი ეყოლა, თავიდან იმასაც კი ამტკიცებდა, ბავშვი ჩემი საერთოდ არაა, მშობლები არ ჰყავს და სამადლოდ მინდა მისი გაზრდაო, მაგრამ ბავშვის მამობა შემდეგ ფეხბურთელმაც აღიარა, რადგან შვილთან მისი გარეგნული მსგავსება ცხადი და ეჭვმიუტანელია.

0.142101