ფეხბურთი

11:39 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ შეიძლება ერთი ტაიმი ითამაშოს

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დორტმუნდის “ბორუსიასთან” სტუმრად გასამართ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მინდორზე მეორე ტაიმში გამოვიდეს.

“სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა ლიდერმა დორტმუნდში ჩატარებულის მატჩისწინა დასკვნითი ვარჯიში ფეხის ტკივილის გამო ნაადრევად შეწყვიტა.

შეგახსენებთ, “რეალმა” ერთი კვირის წინ “ბორუსია” მადრიდში 3:0 დაამარცხა.

0.113989