წუხელ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის “რეალმა” დორტმუნდის”ბორუსია” 3:0 დაამარცხა. ერთი ბურთი, 53-ე წუთზე, მადრიდელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ეს მისი მე-14 გოლი გამოდგა მიმდინარე ტურნირში, რითიც მან ერთი გათამაშების განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით არგენტინელი ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. ამდენივე გოლი, 51 წლის წინათ, “მილანის” ლეგენდარულ თავდამსხმელს, ჟოზე ალტაფინისაც გაუტანია.