მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას უთხრა, რომ მათ კლუბში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს. ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი სულაც კარიერის ბოლომდე “მანჩესტერ იუნაიტედის” სახელით თამაშზე ფიქრობს.
ტრანსფერი რომ ახლა ვერ განხორციელდება, ცხადია. სავარაუდოდ, ეს საკითხი აქტუალური 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე გახდება.
რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება მის აგენტ ჟორჟე მენდეშსაც სურს, რომელიც “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის მეგობარია.