პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან შესრულებული ჰეთ-თრიქით ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 43-მდე გაზარდა და ლეგენდარული ფეხბურთელი ეუსებიო (41 გოლი) მოიტოვა უკან. ამჟამად რონალდუ ეროვნული ნაკრების მეგოლეებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მის წინ კი მხოლოდ 47-გოლიანი პედრუ პაულეტაა.
“რეკორდზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია. ჩემთვის მთავარი არა პირადი გოლების რაოდენობა, არამედ ნაკრების წარმატებაა” – განაცხადა ნამატჩევს კრიშტიანუ რონალდუმ.