ფეხბურთი

17:15 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ “ვალიადოლიდთან” არ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ლა ლიგის მე-15 ტურში, “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ის ტრავმაა, რომელმაც პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრა გამოატოვებინა. თუმცა, როგოც კარლო ანჩელოტის კომენტარიდან ირკვევა, რონალდუს სერიოზული დაზიანება არ აქვს.

“კრიშტიანუ ხვალ არ ითამაშებს, რადგან თავს კარგად ვერ გრძნობს. დღევანდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რონალდუს პრობლემა აღარ აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ის თავს კარგად არ გრძნობს, გარისკვას არ ვაპირებთ.” – აცხადებს “რეალის” მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს გარდა, “რეალს” “ვალიადოლიდთან” ვარანი, ხედირა და კოენტრაუც დააკლდებიან.

0.14926