ფეხბურთი

18:54 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ტრავმით თამაშობს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, ბოლო დროს, ტრავმით თამაშობს.

Marca-ს თუ დავიჯერებთ, პორტუგალიელმა მარცხენა ფეხის მუხლქვედა მყესი “შალკესთან” გამართულ განმეორებით მატჩში დაიზიანა. გადაწყდა, რომ მას მკურნალობა თამაშის გამოტოვების გარეშე გაეგრძელებინა, რაც ლოგიკურია, რადგან “რეალს” “ბარსელონასთან” და “სევილიასთან” დაპირისპირება ელოდა. თუმცა, მადრიდელებმა ორივე ეს თამაში მაინც წააგეს.

მადრიდელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბოლო დროს, რონალდუ უფრო მეტ დროს ფიზმომზადების მწვრთნელთან ატარებს, ვიდრე ანჩელოტისთან. იტალიელი სპეციალისტის თქმით, პორტუგალიელი “რეალის” მომდევნო მატჩშიც ითამაშებს.

0.114944