თამაშგარე

14:15 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ შეიკის მიმართ ძველებურად გულუხვია

 

პორტუგალიელმა სუპერმეგოლემ, კრიშტიანურ რონალდუმ,  თავის სატრფოს, ირინა შეიკს მორიგი ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა. კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდში ახალი სახლი სპეციალურად ირინა შეიკისათვის იყიდა.

ახლა რუსეთში დაბადებული ლამაზმანი იცხოვრებს მადრიდში მდებარი სახლში, რომელიც გამოვსებულია 7 ოთახით, 2 აუზითა და 8 სააბაზანოთი. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუმ ეს სახლი იყიდა ირინასათვის, იგი მაინც მოხატულია ფეხბურთელის ფოტოებითა და ინიციალებით.

თუმცა "რეალი"-ს მოთამაშემ  გოგონას გემოვნებაც არ დაივიწყა. მან ესპანურ სახლში ტოპ-მოდელს როიალი დაუდგა. ირინა შეიკი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩელაბინსკის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. ასე, რომ ეს მუსიკალური საკრავი მისთვის უცხო ნამდვილად არაა.

0.138809