თამაშგარე

11:14 | 21.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ სექსუალურ სათამაშოდ აქციეს

მადრიდის ”რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, ესპანური სექსშოპების ერთ-ერთ ქსელს სასამართლოში უჩივლოს. საქმე ისაა, რომ ზემოთ აღნიშნულმა ქსელმა ფეხბურთელის დაუკითხავად გაყიდვაში გაუშვა რონალდუს რეზინის გასაბერი ფიგურა, რომელზეც მოთხოვნა დახლებზე გატანის პირველსავე დღეებში გაჩნდა. არიან ადამიანები, რომლებსაც ალბათ კიდეც გაუხარდებათ მათი ფიგურის მავანი ქალების ”სათამაშოდ” ქცევა, მაგრამ როგორც ჩანს, პორტუგალიელი ფეხბურთელი ასეთი მამაკაცების რიცხვს არ განეკუთვნება.
კრიშტიანუ რონალდუს აგენტის თქმით, ფეხბურთელის განსაკუთრებული გაღიზიანება სექსშოპების ქსელის მფლობელთა სითავხედემ გამოიწვია. მათ ხომ ფეხბურთელისთვის ელემენტარულად არც კი უკითხავთ, ჰქონდა თუ არა სურვილი, თავისი სხეული ამგვარ ვითარებაში ეხილა. აღარაფერს ვამბობთ ანაზღაურებაზე, რომელიც ფეხბურთელს ხსენებული ფორმისგან უდავოდ ერგებოდა.
ამჟამად ფეხბურთელისა და მისი აგენტის მოთხოვნისამებრ, გასაბერი რონალდუები გაყიდვის ქსელიდან ამოღებულია, თუმცა მადრიდელი ფეხბურთელი ამაზე არ აპირებს გაჩერებას და სექსშოპების ქსელს სასამართლოს ძალით მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გადახდასაც მოსთხოვს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხას მოითხოვს პორტუგალიელი ფეხბურთელი, თუმცა ამ შემთხვევაში თანხის სიდიდეს მისთვის შესაძლოა ნამდვილად არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა.

0.137885