მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ბარძაყი აწუხებს და "სელტას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ანჩელოტიმ პორტუგალიელი თავდამსხმელი "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში ტრავმის გამო მე-9 წუთზე შეცვალა.
"კრიშტიანუ 100%-ით მზად არაა და ამიტომ რისკზე არ მივდივარ. უკვე ველაპარაკე კლუბის ექიმს და გადაწყვეტილია, რომ "სელტას" წინააღმდეგ, რონალდუსთან ერთად პეპე, კარვახალი და დი მარიაც ვერ ითამაშებენ. ჩვენ მათ გარეშეც მოვახერხებთ მატჩის მოგებას”, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა, რომლის გუნდიც “სელტას” 11 მაისს სტუმრად ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ლიდერ "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩება.
გიორგი ბალახაძე