ფეხბურთი

19:07 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ საფრანგეთში თამაშს არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშს არ გამორიცხავს. სადღეისოდ, პორტუგალიელი “სამეფო კლუბთან” კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება სურს.

“შესაძლოა, დადგეს დრო და საფრანგეთში წავიდე. არაა გამორიცხული, ასე არც მოხდეს. საფრნაგეთი პორტუგალიელებს ყოველთვის კარგად ექცეოდა. დედაჩემი იქ მუშაობდა და მისგან ბევრი რამ ვიცი. “რეალთან” კონტრაქტი მაქვს და აქ 33 წლის ასაკამდე ვითამაშებ. მადრიდში ბედნიერი ვარ.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ფავორიტია. ეს ძალზე ძლიერი კლუბია და მისი დამარცხება რთული იქნება”, - განუცხადა რონალდუმ მადრიდულ პრესას.

 

0.119898