მადრიდის “რეალის” პორტუგალიალმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ სურს კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელის სტატუსი მოიპოვოს.
“მინდა, რომ “რეალის” მაისურით გოლების გატანა განვაგრძო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერი გავხდე” - განუცხადა 28 წლის ფეხბურთელმა AS-ს.
მოცემული მომენტისთვის რონალდუს ანგარიშზე 216 მატჩში გატანილი 225 გოლია. კლუბის საუკეთესო ბომბარდირი რაულია, რომელმაც 741 შეხვედრაში 323 გოლი გაიტანა.