ფეხბურთი

11:21 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პუშკაშს გაუთანაბრდა

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ გელზენკირხენის “შალკესთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში (3:1) დუბლი შეასრულა და 242 გოლს მოუყარა თავი, რითაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ბომბარდირს – ფერენც პუშკაშს გაუთანაბრდა.

თავის დროზე, მადრიდელთა მაისურით ამდენი გოლის გასატანად, უნგრელ ფორვარდს რონალდუზე 25 მატჩითა და 3 სეზონით მეტი დასჭირდა.

“რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის, რონალდუს 3 ფეხბურთელი უსწრებს: კარლოს სანტილიანა (290 გოლი), ალფრედო დი სტეფანო (307) და რაული (323).

 

0.124147