ფეხბურთი

10:52 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პორტუგალიის ოქროს ელის

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს აზრით, პორტუგალიის ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

“აქამდე დიდი წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, რადგან 10-მილიონიან ქვეყანაში ტოპ-კლასის ფეხბურთელების შეკრება ვერაფრით ხერხდებოდა, მაგრამ მჯერა, მომავალ ევროპირველობაზე უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლებთ” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს goal.com.

ევრო-2016-ის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ჯგუფში დანიასთან, სერბეთთან, ალბანეთთან და სომხეთთან ერთად მოხვდა. 

0.117215