ფეხბურთი

17:24 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ოქროს ბურთს” ყოველ წელს ვიმსახურებ”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ ის “ოქროს ბურთს” არა მხოლოდ ახლა, არამედ წინა წლებშიც იმსახურებდა.

“ვიმსახურებ თუ არა “ოქროს ბურთს”? შესაძლოა, მოგებას გასულ წელსაც ვიმსახურებდი და 2 წლის წინათაც. მიმაჩნია, რომ ამ ჯილდოს ყოველ წელს ვიმსახურებ. ყველაფრის მოგება მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ზოგჯერ მოიგებ და ზოგჯერ წააგებ. ასეთია ცხოვრება.” – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Marca.

0.113028