მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მშობლიურ მადეირაში პირად მუზეუმს იშენებს. აღნიშნულ ინფორმაციას Diario de Noticias-ი ავრცელებს.
პორტუგალიური პრესის ცნობით, კუნძულ მადეირაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. მუზეუმში განთავსდება პორტუგალიელის მიერ მოგებული ყველა პირადი ჯილდო. ამ ნაბიჯით, რონალდუ ცდილობს მშობლიურ მხარეში მეტი ტურისტი მიიზიდოს.
კრიშტიანუ რონალდუს მუზეუმის გახსნა 2014 წლის დასაწყისისთვი იგეგმება. ამ ეტაპზე, ფოტოგრაფებს ადგილზე გადაღება ეკრძალებათ.