ფეხბურთი

14:32 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მონაკოში არ გაემგზავრება

 

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ გადაწყვიტა, რომ მონაკოში უეფას მიერ გასამართ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობას არ მიიღებს.

უეფამ დღეს, მონაკოში, გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ფრენკ რიბერის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის უნდა გამოავლინოს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი, თანაგუნდელებთან ერთად, უკვე გაემგზავრა ლა კორუნიაში, სადაც ამხანაგურ მატჩს "რეალი" "დეპორტივოს" წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი ბალახაძე 


0.116064