მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კლუბთან კონტრაქტს 2018 წლამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ესპანური მედიასაშუალებები იუწყებიან.
რამდენადაც ცნობილია, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ოფიციალური განცხადება უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გაკეთდება. ახალი ხელშეკრულების ძალით, პორტუგალიელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2018 წლის ივნისამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, “რეალმა” რონალდუ “მანჩესტერისგან”, 94 მილიონ ევროდ შეიძინა.