მადრიდის “რეალთან” ახალი კონტრატის გაფორმების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან გაისაუბრა. პორტუგალიელი, რომელიც სამომავალოდ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაზე ღიად საუბრობდა, კარიერის მადრიდულ გუნდში დასრულებაზე ალაპარაკდა.
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩენს თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და პრეზიდენტს. ეს კლუბი ჩემთვის საუკეთესოა და სავსებით შესაძლებელია, რომ კარიერის ბოლომდე აქ ვითამაშო.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს AS-ი.
2018 წელს, როდესაც რონალდუს “რეალთან” კონტრაქტი ამოეწურება, ის უკვე 33 წლის იქნება.