მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მისი ერთ-ერთი გულშემატკივრის უნივერსიტეტიდან გარიცხვისგან გადარჩენას ცდილობს.
გასულ ზაფხულში, “რეალი”, წინასასეზონო მზადების დროს, “ჩელსის” ამხანაგურად ეთამაშებოდა. მატჩი მაიამიში გაიმართა. შეხვედრის დროს, მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შევარდა და რონალდუს მოეხვია. ფეხბურთელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც, მსგავს სიტუაციაში, გულშემატკივრებს არცთუ თბილად ხვდებიან, პორტუგალიელი ახალგაზრდა ქომაგს თავადაც მოეხვია. მოგვიანებით, 20 წლის ალბანური წარმოშობის კანადელს, რონალდ გიოკას, 36-საათიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს შემთხვევა აქამდეც ცნობილი იყო.
ბოლო ინფორმაციით, რონალდუს თაყვანისმცემელს კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი, უნივერსიტეტიდან გარიცხვა ემუქრება. მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით, პორტუგალიელი ვარსკვლავი ფლორიდაში წერილს აქგზავნის, რომლის ნაწყვეტს Mარცა ავრცელებს: “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ბიჭმა თავისი შეცდომა აღიარა და უსაფრთხოების მნიშვნელობაც გაიგო. საქმე გვაქვს 20 წლის სტუნდენტთან, რომელიც უმამოდ იზრდებობდა. ვღელავ იმის გამო, რომ რამდენადაც ვხდები, შესაძლოა, მას კოლეჯში პრობლემები შეექმნას, თუ მის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეწყდება.
ის არ იქცეოდა აგრესიულად. მეტიც, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.”