მადრიდის “რეალის” სუპერფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მცირე და დიდი მიღწევებით ქომაგთა აღფრთოვანებას განაგრძობს.
გუშინ პრიმერადივიზიონის მე-6 ტურის მატჩში "ელ მადრიგალზე" მადრიდის "რეალმა" "ვილიარეალი" 2:0 დაამარცხა. სამეფო კლუბის რიგებში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ჩემპიონატის 14 კლუბს საერთო ჯამში 10 გოლიც კი არ აქვს გატანილი. 10 გოლი და უფრო მეტი პრიმერადივიზიონში მხოლოდ კატალონიის "ბარსელონამ", მადრიდის "ატლეტიკომ", "ვალენსიამ", "სელტამ" და "რაიომ" გაიტანეს.
გიორგი ბალახაძე