პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზი მიიღო, რომელიც ესპანეთის წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ხსენებული ჯილდო ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს მიერაა დაწესებული.
გამოკითხვაში რონალდუმ ბარსელონელ ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას აჯობა. პორტუგალიელმა 32 ქულა დააგროვა, ხოლო მესიმ – 26. ინიესტამ 11 ქულა მიიღო.
მომდევნო ადგილები შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიკავეს: რადამელ ფალკაო (ზაფხულში “მონაკოში” გადასვლამდე მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშობდა – 3 ქულა), ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”) და ანხელ დი მარია (“რეალი”) – 2-2 ქულა, დიეგო კოსტა (“ატლეტიკო”) – 2 ქულა.