ფეხბურთი

13:44 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ და სუარესი “ოქროს ბუცს” გაიზიარებენ

     მადრიდის "რეალის"  და "ლივერპულის" თავდამსხმელები ევროპაში საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილ პრიზს "ოქროს ბუცს" გაიზიარებენ. პორტუგალიელმა და ურუგვაელმა ფეხბურთელებმა 2013/2014 წლების სეზონში 31-31 გოლი გაიტანეს.

ლუის სუარესს ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ნიუკასლის" წინააღმდეგ შანსი ჰქონდა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

კრიშტიანუ რონალდუმ პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში "ესპანიოლის" წინააღმდეგ მონაწილეობა ვერ მიიღო, არა და შანსი ჰქონდა ერვოპის ოქროს ბუცს ერთპიროვნულად დაუფლებოდა.

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა 1989/90 და 2004/05 წლების სეზონებშიც მოხდა. 1989/90 წლების სეზონში მექსიკელმა უგო სანჩესმა და ბულგარელმა ხრისტო სტოიჩკოვმა შესაბამისად მადრიდის "რეალის" და სოფიის ცსკას მაისურით 38-38 გოლი გაიტანეს.

2004/05 წლებში ტიერი ანრიმ და დიეგო ფორლანმა “ოქროს ბუცი” გაინაწილეს. ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონის "არსენალში", ხოლო ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ვილიარეალში" 25-25 გოლი გაიტანეს.

საინტერესოა, რომ ავსტრიული "ზალცბურგის" ესპანელმა თავდამსხმელმა ჯონათან სორიანომ რონალდუსა და სუარესს ტოლი არ დაუდო და მათ მსგავსად 31 გოლი გაიტანა, თუმცა ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზე გავიდა. საქმე ის გახლავთ, რომ ავსტრიის ჩემპიონატში გატანილი ერთი გოლი 1,5 ქულით ფასდება.

აქვე გთავაზობთ 2013/14 წლების საუკეთესო ბომბარდირთა ათეულს:

1. კრიშტიანუ რონალდუ _ მადრიდის "რეალი", 31 გოლი, 62 ქულა

* ლუის სუარესი _ "ლივერპული", 31 გოლი, 62 ქულა

3. ლიონელ მესი _ "ბარსელონა", 28 გოლი, 56 ქულა

4. დიეგო კოშტა _ მადრიდის "ატლეტიკო" , 27 გოლი, 54 ქულა

5. ჯონათან სორიანო _ "ზალცბურგი", 31 გოლი 46.5 ქულა

6. ჩირო იმობილე _ "ტორინო", 22 გოლი, 44 ქულა

7. ალფრეო ფინბოგასენი _ "ჰერენვენი",  29 გოლი 43.5 ქულა

8. დანიელ სტარიჯი _ "ლივერპული", 21 გოლი, 42 ქულა

9. ლუკა ტონი _ "ვერონა", 20 გოლი, 40 ქულა

10. იაია ტურე _ მანჩესტერ "სიტი", 20 გოლი, 40 ქულა

* ჯექსონ მარტინესი _ "პორტუ" 20 გოლი, 40 ქულა

* რობერტ ლევანდოვსკი _ "დორტმუნდი", 20 გოლი, 40 ქულა

გიორგი ბალახაძე

0.310494