პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ეროვნულ გუნდს ბრაზილიასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჩრდილო ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში, რონალდუმ 3 გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ამავე შეხვედრაში, 28 წლის ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო, რომელიც მას 10 სექტემბერს ბრაზილიასთან გასამართ თამაშში მონაწილეობის მიღების საშუალებას არ მისცემს.
“რონალდუს ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური თერაპია მოუწევს. მას დასვენება სჭირდება.” – აცხადებს პორტუგალიის ნაკრების მთავარი ექიმი ენრიკე ჯონსი.