მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ დაახლოებით 2 წლის წინათ გაკეთებულ კომენტარს ნანობს. 2011 წლის სექტემბერში, ზაგრების “დინამოსთან” 1:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ხორვატი გულშემატკივრების მხრიდან მისი მისამართით სტვენა იმით ახსნა, რომ ის ახალგაზრდა, ლამაზი და მდიდარი ფეხბურთელია და ხალხს მისი შურს.
“შევცდი, როდესაც ვთქვი, რომ ხალხს ჩემი შურს, რადგან ლამაზი, ახალგაზრდა და მდიდარი ვარ. უბრალოდ, გაბრაზებული ვიყავი იმ მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი ვერ გავიტანე. სრულყოფილი არ ვარ. შეიძლება შევცდე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. მეც ისეთი ვარ, როგორც სხვები – ხორცისგან და ძვლებისგან შევდგები. ვტირი და ვიცინი, მაქვს ჩემი პრობლემები, როგორც ყველა ადამიანს.
განვიცდი, როდესაც ვინმეს ვეზიზღები და შეურაცხყოფას მაყენებს.” – აცხადებს პორტუგალიელი ვარსკვლავი France Football-თან საუბრისას.