მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური საიტი ადასტურებს.
უახლოეს პერიოდში, “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პრესკონფერენციას გამართავს და პორტუგალიელთან შეთანხმების შესახებ განცხადებას გააკეთებს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს წლიური ანაზღაურება 17 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, რონალდუს მადრიდიდან შესაძლო აბარგების შესახებ ბევრი იწერებოდა, მაგრამ ჭორები უკვე საბოლოოდ გაიფანტა.