ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს ყოფილი ცოლი, მილენა დომინგესი, კვლავინდებურად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და სხვა და სხვა ბულვარული ჟურნალების ყდებს მისი მშვენიერი სხეული კვლავინდებურად ამშვენებს.
რამდენიმე დღის წინათ, კერძოდ კი 5 ნოემბერს, მილენამ ხელი ახალ სამოდელო სააგენტოსთან გაფორმებულ კონტრაქტზე მოაწერა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მილენა დომინგესის ახალ ფოტოსესიებზე ექსკლუზიური უფლება ახალ კონტრაქტორ სააგენტოს ექნება. M
მილენა დომინგესი ფოტო-მოდელობის გარდა, ცხოველთა დაცვის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრიცაა. მსოფლიოში ცნობილ ქალბატონებთან ერთად, მილენა ხშირად სტუმრობს ამაზონის ჯუნგლებსა და აფრიკას, სადაც სპეციალურ აქციებს მართავენ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.