თამაშგარე

11:20 | 3.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

რონალდოს ოცნებები

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო თანამემამულე ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ გამოუტყდა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნებაა, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს და მსოფლიო ჩემპიონატზე “სელესაო“ სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიდეს.
რონალდო ამბობს, რომ მისთვის ჯერ ადრეა ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა, თუმცა მომავალს იმედიანად უყურებს და სჯერა, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც ეს ოცნება აუხდეს. ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ბრაზილიის დღევანდელ ნაკრებს პირველ რიგში ის ქარიზმა აკლია, რაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს მისი თამაშის დროს ჰქონდათ.
რონალდომ ასევე უპასუხა ბრაზილიელი ჟურნალისტების კითხვებს მის ამჟამინდელ ბიზნესთან დაკავშირებით. რიო დე ჟანეიროში რონალდოს ორი სტრიპტიზ-კლუბი უყიდია და ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ გადაწყვიტა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ასეთ არცთუ საამაყო ბიზნესში ჩართვა. რონალდომ განაცხადა, რომ მისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესია და არა აქვს მნიშვნელობა, სტრიპტიზ-კლუბის მფლობელი იქნება თუ ოპერის თეატრის.
 

0.150652