ერთ-ერთმა ბრიტანულმა არქიტექტურულმა ჟურნალმა, რომელმაც მთელს მსოფლიოში არსებული სპორტსმენების მონუმენტებზე საკმაოდ დიდი წერილი გამოაქვეყნა, ბრაზილიაში ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს დადგმული ძეგლი ხელოვნების კუთხით საუკეთესო მონუმენტად დაასახელა და ბრიტანელებმა მის შემქნელს, ბრაზილიელ რეინალდ დერუა ბაიანოს სპეციალური ფულადი ჯილდოც გადასცეს. ინგლისელებს განსაკუთრებით მოეწონათ რონალდოს ძეგლის ვიზუალური მხარე, სადაც ასახულია ფეხბურთელის არამხოლოდ საფეხბურთო ტალანტი, არამედ მისი შინაგანი ბუნებაც.
როგორც ინგლისელი სპეციალისტები ამბობენ, სპორტსმენთა ძეგლების უმეტესობაში, ქანდაკების ავტორი ყურადღებას აქცევს საკუთრივ სპორტსმენის მხოლოდ და მხოლოდ სპორტულ მიღწევებსა და ტალანტს. ამ დროს კი, ბევრს ავიწყდება, რომ სპორტსმენი უპირველეს ყოვლისა ადამიანია, რომელიც ხშირად საკუთარი პიროვნული ღირსებებით აღწევს წარმატებას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ძეგლის ავტორებმა (ისე, როგორც რონალდოს მონუმენტის შემთხვევაში) სპორტსმენის პიროვნული მხარეებიც წარმოაჩინოს.
სხვათა შორის, ბოლო წლებში ძალიან მომრავლდა სხვადასხვა სპორტსმენისათვის მრავალ ქალაქში ძეგლების დადგმის ფაქტები. ეს, ურიგო რამ თუნდაც იმიტომ არ გახლავთ, რომ ძეგლად ქცეული ცნობილი სპორტსმენი უკვე ერთგვარ კუმირად შეიძლება იქცეს მომავალი თაობებისათვის. იმედია, ეს კარგი მსოფლიო ტენდენცია საქართველოშიც ჰპოვებს გაგრძელებას.