ფეხბურთი

14:20 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო ზიდანისგან ახალი მწვერვალების დაპყრობას ელის

 

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ასისტენტ ზინედინ ზიდანს შეუძლია, გუნდი ჩაიბაროს და საქმეს წარმატებულად გაუძღვეს.

“ზიდანი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანია, რომელსაც არაერთი დადებითი თვისება აქვს. ველი მის სამწვრთნელო ასპარეზზე გაბრწყინებას. დარწმუნებული ვარ, ამისთვის მზადაა” – განაცხადა რონალდომ.

0.143997