ფეხბურთი

20:29 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო წუხს, რომ მუნდიალზე ვერ ითამაშებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას ფეხბურთელის რანგში ვერ მიიღებს.

“მინდოდა, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩემს სამშობლოში მეთამაშა, მაგრამ უკვე გვიანია და სამწუხაროდ, ტრავმებშიც არ გამიმართლა.” – აცხადებს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის რონალდო მუნდიალის ორგკომიტეტის წევრია.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 98 თამაშში რონალდომ 62 გოლი გაიტანა. მან მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე ითამაშა, ხოლო 1994 და 2002 წლებში, ჩემპიონიც გახდა.

თეგებირონალდო
0.119983