ფეხბურთი

18:56 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: “თუ კლოზე მაჯობებს, მივულოცავ”

ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო მისი რეკორდის მიროსლავ კლოზეს მიერ შესაძლო მოხსნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ მართლაც ასე მოხდა, ის გერმანელს წარმატებას მიულოცავს.

როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატების სიტორიაში ყველაზე მეტი, 15 გოლი სწორედ რონალდოს აქვს გატანილი. მე-2 ადგილზე, 14 გოლით, მიროსლავ კლოზეა, რომელიც ამ შედეგის გაუმჯობესებას აპირებს.

“ეს საკითხი არ მაღელვებს. მოვა დრო და ჩემს რეკორდს ვინმე აუცილებლად დაამხობს. მე ჩემი სახელი უკვე შევიქმენი, გავიტანე ბევრი გოლი და ამას არასდროს დაივიწყებენ, ისევე, როგორც არ დაივიწყებენ მუნდიალზე გატანილ 15 გოლს. თუ კლოზე ჩემს მაჩვენებელს გააუმჯობესებს, მე მას მივულოცავ. თუმცა, კლოზე ჩემს გოლებსა და ჩემს ისტორიას ვერ წაშლის.” – აცხადებს რონალდო FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

0.115394