ფეხბურთი

17:31 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: "იუვენტუსმა" "ინტერს" ორჯერ მოპარა სკუდეტო"

 

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, რონალდომ ძველი ამბები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტურინის "იუვენტუსმა" "ინტერს" ორჯერ მოპარა იტალიის ჩემპიონობა. საუბარია 1997/1998 და 2001/2002 წლების სეზონებზე. როგორც იცით, რონალდო მაშინ "ინტერში" თამაშობდა:

"ჩვენ მთლიანად სიცარიელეში ვგრძნობდით თავს, მაგრამ "კალჩოპოლიმ" იმ წლებში არსებულ სიბნელეს უცებ ნათელი მოჰფინა. 1998 წელს, "იუვენტუს"-"ინტერის" გადამწყვეტ მატჩში მსაჯმა ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა ტურინელთა კარში. მარკ იულიანომ ჩემს წინააღმდეგ წესები დაარღვია. ეს საკვანძო მომენტი იყო, რამაც სკუდეტოს ბედი გადაწყვიტა. მეორედ კი, 2002 წელს, მთელი სეზონის განმავლობაში პირველზე ვიყავით, მაგრამ ბოლო ტურში "ლაციოსთან" წავაგეთ. ორივე შემთხვევაში "იუვენტუსი" ჩემპიონი გახდა ლუჩანო მოჯის, ანტონიო ჯირაუდოსა და რობერტო ბეტეგას წყალობით. რა თქმა უნდა, ეჭვი ყველას გვქონდა, რომ რაღაც ბნელი საქმეები წარმოებდა, მაგრამ მტკიცებულება არ გაგვაჩნდა. მოგვიანებით, "კალჩოპოლიმ" დაამტკიცა, რომ მართლები ვიყავით" – რონალდოს სიტყვებს sportweek-ი ციტირებს.

1998 წელს "ინტერს" ჯიჯი სიმონი, ხოლო 2002 წელს – ქართველთათვის კარგად ნაცნობი ექტორ კუპერი წვრთნიდა.   

როგორც იცით, მოგვიანებით, 2006 წელს "იუვეს" სკუდეტო ჩამოართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს.

თეგებირონალდო
0.11741