თამაშგარე

11:07 | 2.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო ბანკის მძარცველი გახდება

”ფენომენად” სახელდებული ბრაზილიელი ფეხბურთელის – ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს პოპულარობა მთელს მსოოფლიოში იმდენად დიდია, რომ ”კიჭას” თურმე ჰოლივუდიდანაც კი ჰქონია მიწვევა და შეთავაზება ფილმებში გადაღებაზე. წარმოგიდგენიათ, რონალდო ბანკის მძარცველის როლში? ჰოლივუდის წარმოშობით ბრაზილელმა რეჟისორმა – მარსიო გარსიამ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ბრაზილიელ ფეხბურთელს სწორედ მძარცველის როლი შესთავაზა და რონალდოსგან თანხმობაც მიიღო.

რონალდოს როლი მარსიო გარსიას ფილმში მთლად პირველხარისხოვანი მართალია არ იქნება, მაგრამ გარსიას სჯერა, რომ ფილმის პოპულარობას დიდწილად სწორედ ”კიჭას” დიდი ავტორიტეტი განაპირობებს, რადგან ამ კაცს პლანეტის ოთხივ კუთხით სცემენ პატივს და ფეხბურთის მრავალი მოყვარული აღნიშნულ ფილმს თუნდაც მხოლოდ იმიტომ უყურებს, რომ თავისი კუმირი – რონალდო იხილოს.

როგორც ლუის ნაზარიო დე ლიმა ამბობს, მძარცველისა და მისი რეალური ბუნება ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება და არასოდეს გასჩენია სურვილი ბანკი გაეტეხა. თუმცა, ასეთი როლი მისთვის დიდი გამოწვევაა და სურვილი აქვს, რომ როლს თავი ნამდვილი მსახიობივით კარგად და მაღალ დონეზე გაართვას. აქვს თუ არა ”ფენომენს” მსახიობის ნიჭი, ამას სულ მალე გავიგებთ.

0.140578